„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 13. სპეციალიზებული დეპოზიტარი
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პირს ესაჭიროება შესაბამისი ლიცენზია სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესასრულებლად. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება არსებობდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
2. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შეთანხმებით დადოს სადეპოზიტო ხელშეკრულება სპეციალიზებულ დეპოზიტართან. სპეციალიზებული დეპოზიტარი, გარდა ბანკისა, არ შეიძლება იყოს აფილირებული პირი: ა) საპენსიო სქემის დამფუძნებლისა; ბ) მეანაბრისა; გ) აქტივების მმართველი კომპანიისა, რომელთანაც დამფუძნებელს დადებული აქვს ხელშეკრულება.
3. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია მიიღოს და შეინახოს საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სპეციალიზებულ დეპოზიტარს არჩევს და მასთან ხელშეკრულებას დებს აქტივების მმართველი კომპანია საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შეთანხმებით. ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ ერთ სპეციალიზებულ დეპოზიტართან.
