ეს კანონი არეგულირებს: ა) ნიადაგების კონსერვაციასა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებას, ეროზიის, ღვარცოფის, მეწყრის, ზვავის, წყალდიდობის, ნიადაგის დაბინძურების, განმეორებითი დაჭაობებისა და დამლაშების, წიაღისეულის, აგრომადნეულისა და საშენი მასალების ღია წესით მოპოვების, აგრეთვე ანთროპოგენური ზეგავლენის შედეგად ნიადაგების დანაკარგების აღკვეთას; ბ) მლაშობი, ბიცობი, დაჭაობებული, ეროზირებული, მჟავე, ძლიერდაქვიანებული და სხვა დაბალნაყოფიერი ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებას და რაციონალურ გამოყენებას; გ) ნიადაგში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები დონეების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების ნორმების დადგენას; დ) ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა ნიადაგების კონსერვაციის, ნაყოფიერების ამაღლებისა და ექსპლუატაციის, აგრეთვე აგროქიმიკატების გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებისას.
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ
Статья 1. კანონის რეგულირების სფერო
Редакция №10 Сверено с действующей редакцией · 30 июн. 2023 г.
