ამ კანონის მიზნებია: ა) უზრუნველყოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნიადაგების კონსერვაცია და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესება; ბ) განსაზღვროს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სამართლებრივ ურთიერთობათა პრინციპები, ხელი შეუწყოს ამ სფეროში სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობების კოორდინაციას; გ) უზრუნველყოს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებისათვის ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის თვით ნიადაგს, ბიომრავალფეროვნებას, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს; დ) დაადგინოს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა ნორმები, შეზღუდვები და აკრძალვები.
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ
Статья 3. კანონის მიზნები
Редакция №10 Сверено с действующей редакцией · 30 июн. 2023 г.
Темы:Контроль загрязнения
