Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.იარაღის მესაკუთრე ვალდებულია: ა) ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრაციაში გაატაროს მის საკუთრებაში არსებული იარაღი; ბ) რეგისტრაციაში გაატაროს მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული იარაღი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები; დ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა; ე) უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პოლიციელის ან/და სხვა უფლებამოსილი პირის დაშვება და მისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა; ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა ორგანოებს. ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; თ) დაიცვას იარაღის შენახვის, გამოყენების, გადატანა-გადაზიდვის და გადაგზავნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში ტექნიკური დათვალიერების მიზნით წარადგინოს იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემის მოთხოვნისთვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული თავდაცვის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი; კ) იარაღის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორ განოს; კ 1 ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე განახორციელოს ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, აგრეთვე გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარება, შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა; ლ) პოლიციელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სასიგნალო იარაღი. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.
1. იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს: ა) ფლობდეს და განკარგავდეს იარაღსა და საბრძოლო მასალას, სარგებლობდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ტარების შეზღუდვის გათვალისწინებით; [ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობდეს და განკარგავდეს იარაღსა და საბრძოლო მასალას/ვაზნას, სარგებლობდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით/ვაზნით, იარაღის ტარების შეზღუდვის გათვალისწინებით; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია იარაღის რეკვიზიციის ან ჩაბარების შემთხვევაში. გ) უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე შეიძინოს მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა. [გ) უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე შეიძინოს მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ან გაზის (აირის) იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, აგრეთვე სასიგნალო იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] 1 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გარდა, ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, კუთვნილი, რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან სამეცნიერო ნადირობის მიზნით, დროებით (მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადისა) სარგებლობის უფლებით გადასცენ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც რეგისტრირებული აქვთ სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ფიზიკური პირებისათვის ცეცხლსასროლი იარაღის სარგებლობაში გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. [1 1 . ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ და „გ 2 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იურიდიულ პირებს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვთ, კუთვნილი, რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან სამეცნიერო ნადირობის მიზნით, აგრეთვე სასიგნალო იარაღი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით, დროებით (მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადისა) სარგებლობის უფლებით გადასცენ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც რეგისტრირებული აქვთ სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ცეცხლსასროლი იარაღის ფიზიკური პირებისთვის სარგებლობაში გადაცემის წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] 1 2 . ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გარდა, აქვს უფლება, მის საკუთრებაში არსებული, რეგისტრირებული იარაღი შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სროლის მიზნით, დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცეს იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც რეგისტრირებული აქვს სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის იარაღის დროებითი სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 2. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია: ა) ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრაციაში გაატაროს მის საკუთრებაში არსებული იარაღი; ბ) რეგისტრაციაში გაატაროს მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული იარაღი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები; დ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა; [დ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] ე) უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პოლიციელის ან/და სხვა უფლებამოსილი პირის დაშვება და მისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა; ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა ორგანოებს. ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; თ) დაიცვას იარაღის შენახვის, გამოყენების, გადატანა-გადაზიდვის და გადაგზავნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში ტექნიკური დათვალიერების მიზნით წარადგინოს იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემის მოთხოვნისთვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული თავდაცვის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი; კ) იარაღის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს; ლ) პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი. [ლ) პოლიციელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სასიგნალო იარაღი. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.
Изменения, которые прошла эта статья
Adds provision allowing acquisition/import/export/transport of acoustic weapons and carrying/acquisition of gas-aerosol/electroshock devices with prior written MIA territorial organ consent.
акт об изменении №6706502Revised: clarifies owner rights/duties regarding acquisition of cartridges for signal weapons; temporary transfer of hunting/signal arms; presentation to police on request.
акт об изменении №6467674Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.