Статья 30. იარაღის დამამზადებლის უფლება-მოვალეობანი
1. იარაღის დამამზადებელს უფლება აქვს: ა) მიიღოს დამზადებული იარაღის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; ბ) დაამზადოს იარაღი მიღებული ლიცენზიის შესაბამისად; გ) განახორციელოს იარაღის რეალიზაცია მიღებული ლიცენზიის შესაბამისად; დ) დადგენილი წესით მოახდინოს იარაღის კონსტრუქციული დამუშავება.
2. იარაღის დამამზადებელი ვალდებულია: ა) ჩაატაროს დამზადებული იარაღის გამოცდა და უზრუნველყოს იარაღის სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობა; ბ) დამზადებულ იარაღზე აღნიშნოს სააღრიცხვო ნომრები და მარკირებისათვის საჭირო ნიშნები; გ) აწარმოოს დამზადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის აღრიცხვა; დ) უზრუნველყოს დამზადებული იარაღის, სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
იარაღის შესახებ
