1.უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელმა პირმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს: ა) 2 ფოტოსურათი; ბ) პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი; გ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6301); დ) (ამოღებულია – 12.06.2012, №6454); ე) (ამოღებულია – 12.06.2012, №6454); ვ) სამოტივაციო წერილი; ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტებს შესაძლებელია დაერთოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობა ან დაბადების მოწმობის შემცვლელი დოკუმენტი, იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დახასიათება - შუამდგომლობა , რომლის წევრიც არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი , ასევე დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობას ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას .
3.უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განცხადების ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
4.უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად დოკუმენტები წარდგენილ ი უნდა იქნ ე ს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი შეიძლება წარდგენილ იქნეს ამ პუნქტის მოთხოვნის დაუცველად, თუ იგი შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317– ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6454 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.


