სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
Статья 45. უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა გადმოცემა
1. მსჯავრდებულის გადმოცემის საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება ან უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა.
2. დაინტერესებული პირის განცხადებას/უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობას უნდა ერთოდეს: ა) მსჯავრდებულის სრული საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები და სხვა ინფორმაცია); ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსჯავრდებულის საქართველოს მოქალაქეობას ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს; გ) განმცხადებლისათვის გადმოსაცემი მსჯავრდებულის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ განმცხადებელი ახლო ნათესავია – შესაბამისი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის ან დაინტერესებული პირის განცხადების მიღებისთანავე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.
