1.მიმღებ ოჯახს მინდობით აღსაზრდელის მიმართ აკისრია შემდეგი მოვალეობანი: ა) იზრუნოს მინდობით აღსაზრდელზე მისი ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად; ბ) შეუქმნას მინდობით აღსაზრდელს ნორმალური ოჯახური გარემო; გ) აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მინდობით აღსაზრდელისათვის საზიანო პირობებისა და გარემოს შექმნის შესახებ; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყოს მინდობით აღსაზრდელის ურთიერთობას მის კანონიერ წარმომადგენელთან და სხვა ნათესავებთან; ე) იცხოვროს მინდობით აღსაზრდელთან ერთად; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებები და შეასრულოს მოვალეობები.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Статья 35. მიმღები ოჯახის მოვალეობანი და პასუხისმგებლობა
Редакция №9 Сверено с действующей редакцией · 4 мая 2017 г.
