ამ კანონ ში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება; ბ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6300) ; გ) ინსტრუქტორი – პირი, რომელიც ასწავლის მსმენელს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ -ჩვევების განვითარების მიზნით; დ) მსმენელი – პირი, რომელიც სწავლობს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით; ე) სპეციალური პროფესიული მომზადება − სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება; ვ) გადამზადება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია ადრე მიღებული ცოდნისაგან განსხვავებული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ- ჩვევების გამომუშავება, რაც განპირობებულია სპეციალური პროფესიული საქმიანობის სპეციფიკის შეცვლის აუცილებლობით; ზ) კვალიფიკაციის ამაღლება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებითი სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა. საქ ართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3958 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2615 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4083 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ






