1.სუბსპეციალობის მოწმობის გაცემის საფუძველია: ა) სუბსპეციალობის მოწმობის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; განცხადება აგრეთვე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სუბსპეციალობის მიღებას აპირებს მაძიებელი; ბ) შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი; გ) შესაბამის სუბსპეციალობაში მზადების კურსის გავლის ან ამავე სუბსპეციალობით მუშაობის დამადასტურებელი საბუთი, ჩატარებულ სამუშაოთა აღწერის ჩათვლით.
