ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
Статья 11. საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
ლიცენზიის გამცემი არ გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, თუ: ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ; ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს. გ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3533 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.274
