Статья 46. პაციენტის უარი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე და სამედიცინო მომსახურების შეწყვეტა
1. თუ ქმედუნარიანი ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ან მოითხოვს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურების შეწყვეტას, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს ამომწურავი ინფორმაცია მოსალოდნელი შედეგების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პაციენტი (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რაც დასტურდება შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაზე ხელმოწერით.
2. თუ მშობიარე უარს აცხადებს ისეთი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, რომელიც აუცილებელია ცოცხალი ნაყოფის დაბადებისათვის და ეს მომსახურება მშობიარის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მინიმალური რისკის მატარებელია, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნაყოფის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს 2010 წლის 17 დეკებრის კანონი №4133 - სსმI,№76,29.12.2010წ., მუხ.509
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
