Статья 47. პაციენტის მონაწილეობა სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტისაგან მიიღოს სამედიცინო განათლების პროცესში მონაწილეობაზე ზეპირი ინფორმირებული თანხმობა, ხოლო სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში მონაწილეობაზე - წერილობითი ინფორმირებული თანხმობა.
2. თუ პაციენტი მცირეწლოვანია ან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი იღებს პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას სამედიცინო განათლების ან სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში პაციენტის ჩართვაზე. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3378 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
