Статья 24. დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენა
1. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა სააგენტოს წარუდგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა შეიძლება წარდგენილ იქნეს მატერიალური ფორმით .
2. დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და გაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით .
3. სააგენტოსთვის დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გამგზავნი დაწესებულება/პირი პასუხისმგებელია გაგზავნილი სამედიცინო ცნობის სისწორისა და სისრულისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი სრულყოფილად შევსება შეუძლებელია სათანადო ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის გამო.
4. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა სრულყოფილად არ შეიცავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებულ ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია არ განახორციელოს დაბადების რეგისტრაცია. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3075 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
