Статья 25. დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის სახელის, გვარისა და დაბადების ადგილის განსაზღვრა
Редакция №26 Сверено с действующей редакцией · 17 сент. 2024 г.
1. დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის სახელის, გვარისა და დაბადების ადგილის განსაზღვრის წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .
2. თუ დაბადების რეგისტრაციისას უფლებამოსილი პირი არ განაცხადებს ბავშვისთვის სახელის მინიჭების თაობაზე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ბავშვის სქესის გათვალისწინებით ანიჭებს მას სახელს სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული, შესაბამისი სქესისათვის დამახასიათებელი სახელებიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სამოქალაქო აქტების შესახებ
