1.ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან.
2.(ამოღებულია - 16.12.2015, №4650) .
3.შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვან პირთა ქორწინება დაიშვება მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო თანხმობაზე უარის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4650 - ვებგვერდი, 28.12.2015წ.




