Статья 63. ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა
1. 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვნის სახელის ან/და გვარის შეცვლა დასაშვებია ამ პირის მოთხოვნით და მისი მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
2. 16 წლამდე არასრულწლოვნის სახელის ან/და გვარის შეცვლა ხორციელდება მისი მშობლების შეთანხმებით. მშობლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში არასრულწლოვნის სახელის ან/და გვარის შეცვლის საკითხს მისი ინტერესების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო.
3. ქორწინებაში არმყოფი დედის მიერ ამ თავით დადგენილი წესით გვარის შეცვლისას, აგრეთვე იმ მშობლის მიერ გვარის შეცვლისას, რომლის გვარსაც ატარებს მისი არასრულწლოვანი შვილი და მშობლებს სხვადასხვა გვარი აქვთ, 10 წლამდე არასრულწლოვნის გვარი შეიცვლება მშობლის გვარის შეცვლასთან ერთად.
4. თუ არასრულწლოვანს შეუსრულდა 10 წელი, მისი სახელის ან/და გვარის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით.
5. მხარდაჭერის მიმღების სახელის ან/და გვარის შეცვლა დასაშვებია მისი მოთხოვნით და მხარდამჭერის დახმარებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
6. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვნის სახელის ან/და გვარის შეცვლა დასაშვებია ამ პირის მოთხოვნით და მისი მზრუნველის თანხმობით. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სამოქალაქო აქტების შესახებ
