Статья 7. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მონაცემები ხელმისაწვდომია იმ სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირისთვის, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. გარდაცვ ალების რეგისტრაციის მონაცემები ღიაა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.
3. საქართველოს სამინისტროს და მის ტერიტორიულ ორგანოს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მის ტერიტორიულ ორგანოს, სასამართლო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ ნებისმიერ პირს შეუძლიათ მიიღონ თავიანთი უფლებამოსილებების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაცია სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლი, გარდა დაბადებისა და შვილად აყვანის სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ასლებისა, გაიცემა პერსონალური მონაცემის მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მოთხოვნით.
5. აუცილებლობის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს დადგენილებით, აგრეთვე სასამართლოს განჩინებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო გასცემს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დედანს, რომელიც შესაბამისი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ან საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე უნდა დაუბრუნდეს მის გამცემ ორგანოს.
6. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მონაცემები სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელმისაწვდომია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6939 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
