Статья 11. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა
1. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს.
2. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში არანაკლებ ორჯერ ტარდება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს და გამოცდის ჩატარების თარიღსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
3. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით.
4. ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში.
5. საერთო ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სისხლის სამართალი; ვ) სისხლის სამართლის პროცესი; ზ) სამოქალაქო სამართალი; თ) სამოქალაქო სამართლის პროცესი.
6. სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სამოქალაქო სამართალი; ვ) სამოქალაქო სამართლის პროცესი.
7. სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სისხლის სამართალი; ვ) სისხლის სამართლის პროცესი. 7 1 . საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია საგამოცდო პროგრამაში შეიტანოს ისეთი საკითხი, რომელიც ამ მუხლის მე-5−მე-7 პუნქტებით განსაზღვრული საგნებიდან არ გამომდინარეობს.
8. ადვოკატს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, მოსამართლეობის, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალიზაციის მიხედვით, უფლება ეძლევა, საადვოკატო საქმიანობა შესაბამის დარგში განახორციელოს. საკონსტიტუციო სამართალწარმოებასა და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადვოკატად მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადვოკატს.
9. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
10. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს).
11. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი) ძალას კარგავს, თუ პირი აღნიშნული გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საადვოკატო საქმიანობას. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2155 - სსმ I, №51, 06.12.2005წ., მუხ. 342 საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3797 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1917 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ადვოკატთა შესახებ
