Статья 40. ადვოკატთა ტესტირება გარდამავალ პერიოდში
1. ადვოკატთა ასოციაციის შექმნამდე ადვოკატთა ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები.
3. ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის შექმნის წესს, ტესტირების პროგრამას, აგრეთვე ტესტირების ჩატარების წესსა და ვადებს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტ ი.
4. პირებს, რომლებსაც გავლილი არა აქვთ ადვოკატთა ტესტირება და მიღებული არა აქვთ ტესტირების გავლის დამადასტურებელი მოწმობები, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონი №2303 - სსმ I, №13, 02.06.2003წ., მუხ.86 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3980 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.348 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4332 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.39 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7016 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
