Статья 100. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულება მიღებიდან 3 დღის ვადაში წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
3. ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში აძლევს შესაბამის მოწმობას.
4. თუ საარჩევნო კოლეგიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულია ან არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარის მიერ დადგინდება ხარვეზი განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა და საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენელს ეძლევა 3 დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრება, საქართველოს პრეზიდენტობის კანდადატს და მის წარმომადგენელს ცესკოს განკარგულებით უარი ეთქმება რეგისტრაციაზე.
5. ცესკო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს, თუ დარღვეულია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები და წესები.
6. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ/რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცესკოს განკარგულება შეიძლება გაასაჩივროს/გაასაჩივრონ მხოლოდ შესაბამისმა საარჩევნო კოლეგიის წევრმა/წევრებმა ან/და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილმა პირმა ამ კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.
