Статья 136. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ: ა) საქართველოს პრეზიდენტს; ბ) საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს; გ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) ; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს; ე) გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; ვ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს; ზ) სახელმწიფო რწმუნებულს და მის მოადგილეს; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრებს; ი) მოსამართლეს; კ) საქართველოს სახალხო დამცველს და მის მოადგილეს; ლ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრს (რომელიც არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი); მ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს; ნ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრებს; ო) (ამოღებულია - 20.02.2025, №324) ; პ) პროკურორს, მის მოადგილეს და თანაშემწეს, გამომძიებელს; ჟ) (ამოღებულია - 26.06.2025, №812) ;
