1.რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული საკითხებისა და პრინციპების შესახებ.
2.არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება: ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად; ბ) ამნისტიის ან შეწყალების გამო; გ) საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ; დ) ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
