Статья 203^3. 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სპეციალური ჯგუფის შექმნის დროებითი წესი
Редакция №101 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
თუ საარჩევნო პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული გარემოების გამო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 9-ზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო კომისია ჩაითვალოს სპეციალურ ჯგუფად გარდაქმნილად და სპეციალურმა ჯგუფმა განახორციელოს საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება. სპეციალური ჯგუფის კვორუმად განისაზღვროს არსებული შემადგენლობის უმრავლესობა. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.
