1.დროებითი კომისიის სხდომების გამართვის ადგილსა და პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა.
2.დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის უმრავლესობა. დროებითი კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა. თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება.
