პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ფიზიკური პირის მიერ ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნებისთვის, თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ბიომეტრიულ მონაცემთა გამოყენებამდე მონაცემთა დამმუშავებელმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს უნდა მიაწოდოს იგივე ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება მონაცემთა სუბიექტს, კერძოდ, ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების მიზნისა და მონაცემთა დასაცავად მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ