საქართველოს კანონით „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“
Статья 63^1
1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და მის ბაზაზე, სააგენტოს გარდაქმნის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით შეიქმნას ანალოგიური ფუნქციებისა და უფლებამოსილებების მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა: ა) დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულება; ბ) უზრუნველყოს სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა; გ) 2012 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივ აქტებს 2012 წლის 1 მარტამდე შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5629 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
