ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ
Статья 28. გარდამავალი დებულებანი
2007 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა შეიმუშაოს და გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) „ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ ; ბ) „ინსტრუქცია ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის შექმნისა და მუშაობის წესის შესახებ“ ; გ) „პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ“ ; დ) „არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ; ე) „არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ; ვ) (ამოღებულია - 12.10.2007, №5390) ; ზ) „ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვისა და აღრიცხვიდან მოხსნის, მათზე მეთვალყურეობის წესის შესახებ“ ; თ) „ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლის სპეციალური ფორმისა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის შესახებ“ ; ი) „ინსტრუქცია ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ“ ; კ) „ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“. საქართველოს 2007 წლის 12 ოქტომბრის კანონი №5390 - სსმ I, №34, 24.10.2007 წ., მუხ.359
