საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Статья 24. თავისუფალი დასწრებისათვის ღია ადგილებში მუდმივად განლაგებული ნაწარმოების გამოყენება
Редакция №18 Сверено с действующей редакцией · 9 дек. 2025 г.
დაშვებულია თავისუფალი დასწრებისათვის ღია ადგილებში მუდმივად განლაგებულ არქიტექტურულ, ფოტოგრაფიულ, სახვითი ხელოვნების ნაწარმოებთა რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნაწარმოების გამოსახულება წარმოადგენს ასეთი რეპროდუცირების ან საჯარო გადაცემის ძირითად ობიექტს ანდა გამოიყენება მოგების მიღების მიზნით.
