არქიტექტურული საქმიანობის შესახებ
არქიტექტურული საქმიანობის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
არქიტექტურული საქმიანობის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.მხოლოდ არქიტექტურული პროექტის ავტორს აქვს უფლება გამოიყენოს თავისი პროექტი ან ნება დართოს რეალიზაციის მიზნით მის გამოყენებაზე. არქიტექტურული პროექტის ავტორი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს თავისი პროექტის რეალიზაციაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.მხოლოდ არქიტექტურული პროექტის ავტორს აქვს თავისი პროექტის გამრავლების, გავრცელების, საჯარო ჩვენებისა და გადაკეთების უფლება.
3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საავტორო უფლების გადაცემა ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე.
4.არქიტექტურული პროექტის გამოყენებისათვის საავტორო ჰონორარის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
5.დასაშვებია არქიტექტურული პროექტის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ამასთან, არქიტექტურული პროექტი, აგრეთვე მის საფუძველზე შესრულებული დოკუმენტაცია განმეორებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ავტორის ნებართვით.
6.არქიტექტურული ნაწარმოების ავტორს უფლება აქვს განახორციელოს კონტროლი სამშენებლო დოკუმენტაციის დამუშავებასა და მშენებლობაზე, საავტორო ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7.არქიტექტურული ობიექტის ავტორს უფლება აქვს განახორციელოს ამ ობიექტის ფოტო- და ვიდეოგადაღება, თუ ხელშეკრულებით, რომლის შესაბამისადაც არის შექმნილი არქიტექტურული პროექტი, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.