1.ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი ლიცენზიატს აძლევს უფლებას გამოიყენოს ნაწარმოები იმ პირთა თანაბრად, რომლებმაც მიიღეს ასეთი ნაწარმოების იმავე სახით გამოყენების უფლება.
2.საავტორო ხელშეკრულებით გადაცემული უფლება ჩაითვლება ჩვეულებრივ უფლებად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198






