საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. შემსრულებელს თავის შესრულებაზე აქვს შემდეგი პირადი და ქონებრივი უფლებები: ა) სახელის უფლება; ბ) უფლება, დაიცვას შესრულება ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს შემსრულებლის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება); გ) უფლება, გამოიყენოს შესრულება ნებისმიერი ფორმით, შესრულების ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით.
2. შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) იმ შესრულების ჩაწერა, რომელიც ადრე არ იყო ჩაწერილი; ბ) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება; გ) შესრულების გადაცემა ეთერში ან კაბელით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება შემსრულებლის თანხმობით ადრე ჩაწერილი ან ეთერში ადრე გადაცემული შესრულების გადაცემა; დ) შესრულების ჩანაწერის გადაცემა ეთერში ან კაბელით, თუ თავდაპირველად ამ შესრულების ჩაწერა არ მომხდარა მოგების მიღების მიზნით; ე) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; ვ) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების ორიგინალის ან ასლების გავრცელება – გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს პირისათვის, მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა შემსრულებლის მიერ, ხოლო შემსრულებელთა კოლექტივის შესრულებაზე ნებართვა – ასეთი კოლექტივის ხელმძღვანელის მიერ, მოსარგებლესთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.
4. შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადება შესრულების ეთერში ან კაბელით გადაცემის თაობაზე იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების ჩაწერის, მისი შემდგომი გადაცემისა და ჩანაწერის რეპროდუცირების უფლების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთი გამოყენების შემთხვევაში შესრულებისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობა განისაზღვრება აღნიშნული ხელშეკრულებით.
5. შემსრულებელსა და აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელს შორის ხელშეკრულების დადება აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე იწვევს შემსრულებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებათა გადაცემას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შემსრულებლის მიერ ასეთი უფლებების გადაცემა შემოიფარგლება აუდიოვიზუალური ნაწარმოების გამოყენებით და, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არ შეიცავს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში დაფიქსირებული ხმისა და გამოსახულების ცალ-ცალკე გამოყენების უფლებას.
6. საქართველოში შემსრულებლის მიერ ან მისი თანხმობით ფონოგრამის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში შემსრულებლის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე.
7. იმ შესრულებაზე, რომელიც შემსრულებლის მიერ შექმნილია სამსახურებრივი მოვალეობის ან დამსაქმებლის დავალების შესრულების წესით, შემსრულებელს ეკუთვნის სახელის უფლება. ასეთი შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ეკუთვნის პირს, რომელთანაც შემსრულებელს აქვს შრომითი ურთიერთობა, თუ მათ შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემსრულებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3032 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.184
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ