საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Статья 53. საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ შესრულების ან გადაცემის ჩაწერა მოკლევადიანი სარგებლობისათვის
საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობის გარეშე განახორციელოს შესრულების ან გადაცემის ჩაწერა მოკლევადიანი სარგებლობისათვის და ასეთი ჩანაწერის რეპროდუცირება შემდეგი პირობების დაცვით: ა) წინასწარი თანხმობის მიღება ამ შესრულების ან პროგრამის გადაცემაზე; ბ) მოკლევადიანი ჩანაწერის დამზადება და რეპროდუცირება საკუთარი მოწყობილობით, საკუთარი გადაცემისათვის; გ) მოკლევადიანი ჩანაწერის განადგურება იმ პირობით, რომელიც გათვალისწინებულია მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა მოკლევადიანი ჩანაწერებისათვის. თავი VII მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
