1.თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის მიერ ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის შედეგად ჩადენილი იქნება დანაშაული, განხორციელდება მოწმეზე ზემოქმედება, ხელი შეეშლება მტკიცებულების მოპოვებას ან სხვაგვარად შეფერხდება მართლმსაჯულების განხორციელება, პროკურორი ან გამომძიებელი უფლებამოსილია ამ ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება.
2.ბრალდებულს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლება/უფლებები პროკურორის ან გამომძიებლის დადგენილებით შეიძლება შეეზღუდოს არაუმეტეს 2 თვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დადგენილებით განსაზღვრული უფლების/უფლებების შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ ამ უფლების/უფლებების შეზღუდვა უქმდება.
3.თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტისთვის კვლავ არსებობს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, ან თუ აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი ბრალდებულის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების/უფლებების შეზღუდვის გაუქმების შემდეგ კვლავ გამოვლინდა, პროკურორი ან გამომძიებელი უფლებამოსილია ეს უფლება/უფლებები იმდენჯერ შეზღუდოს, რამდენჯერაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს. ამ შემთხვევაში აღნიშნული უფლება/უფლებები თითოეულ ჯერზე შეიძლება შეიზღუდოს არაუმეტეს 2 თვით.
4.თუ ბრალდებულის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების/უფლებების შეზღუდვისთვის საჭირო, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, პროკურორი ვალდებულია გააუქმოს თავისი ან გამომძიებლის დადგენილება, ხოლო გამომძიებელი ვალდებულია გააუქმოს თავისი დადგენილება.
5.თუ ბრალდებულის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების/უფლებების შეზღუდვისთვის საჭირო, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს, შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს იმავე ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების გაუქმება.
6.პროკურორის ან გამომძიებლის მიერ მიღებულ, ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებას, აგრეთვე ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებულ დადგენილებას შესაბამისი დადგენილების მიმღები უგზავნის პენიტენციურ დაწესებულებას ბრალდებულისთვის გადასაცემად, აგრეთვე ბრალდებულის ადვოკატს (მისი არსებობის შემთხვევაში).
7.ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს, პროკურორის მიერ მიღებული, ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება, აგრეთვე ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ საჩივართან დაკავშირებით ზემდგომი პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
8.ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს, გამომძიებლის მიერ მიღებული, ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო ამ საჩივართან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
9.რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივარი განიხილოს წარდგენიდან 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე. მოსამართლე აღნიშნულ საჩივარს ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მხარეთა მონაწილეობით განიხილავს. მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4031 - ვებგვერდი, 26.12.2023წ. თავი XVII 1 დაზარალებულის კომპენსაცია მუხლი 165 3 . დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის საფუძველი 1. გამამტყუნებელი განაჩენით პირს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მსჯავრდებული ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე და 188-ე მუხლებით (თუ ზიანი 10 000 ლარს აღემატება), 205 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 220-ე ან 220 1 მუხლით ან 286 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო; ბ) დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე.
2.ამ თავის მიზნებისთვის მსჯავრდებული არის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი.
3.ამ თავის გამოყენება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, დანაშაულის ჩადენის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავოს.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაზარალებულს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის იმ ნაწილის ანაზღაურება, რომელიც მან ამ თავით დადგენილი წესით, დაზარალებულის კომპენსაციის სახით მიიღო.
5.სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და სასამართლოში განხილვის ეტაპებზე დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად ბრალდების მხარე ყველა შესაძლებელ და გონივრულ ღონისძიებას/ზომას მიმართავს. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.



