საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.უფლებების მართვის საფასურის მაქსიმალური ოდენობა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ შეგროვებული ჰონორარის 20 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლებების სამართავად გაწეული დასაბუთებული და დადასტურებული ხარჯების მიღმა ნებისმიერი თანხა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხისა, გადაანაწილოს უფლების მფლობელებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფლებების სამართავად გაწეული ხარჯები შეგროვებული ჰონორარის 20 პროცენტზე ნაკლებია.
2.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ შეგროვებული ჰონორარის ნაწილი აგრეთვე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ ორგანიზაციის იმ ფონდების საქმიანობისთვის, რომელთა მიზანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების, რომელთა ინტერესებშიც მოქმედებს ეს ორგანიზაცია, შემოქმედებითი და სოციალური საჭიროებების მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ამ მუხლით განსაზღვრული მიზნობრივი დაქვითვები გამოიყენება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებით დადგენილი წესით.
3.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელს მიაწოდოს ინფორმაცია მისგან უფლების მართვის ნებართვის მიღებამდე შეგროვებული ჰონორარიდან უფლებების მართვის საფასურისა და სხვა მიზნობრივი დაქვითვების შესახებ.
4.უფლებების მართვის საფასური და სხვა მიზნობრივი დაქვითვები უნდა შეესაბამებოდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უფლების მფლობელებისთვის გაწეულ მომსახურებებს, მათ შორის, როცა ეს შესაძლებელია, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული მომსახურების ჩათვლით, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე.
5.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ სოციალური, კულტურული ან საგანმანათლებლო საქმიანობისთვის მიზნობრივი დაქვითვა გამოიყენება შესაბამისი ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული წესით. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.