საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა.
2. საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა.
3. (ამოღებულია) .
4. განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელს თავისი უფლების განცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან: ა) ლათინური ასო C წრეწირში: ©; ბ) განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის სახელი (დასახელება); გ) ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №651 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ. 135 საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ