საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
Статья 162. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღმასრულებელი უფლებამოსილი ორგანო
1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აღასრულებს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო.
2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს დავალებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება შეიძლება განახორციელოს ქვემდგომმა ან სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომაც. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის II თავის დებულებები ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების შესახებ.
