სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Статья 90^7. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა და მისი აღსრულების წესი
1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებას აღსასრულებლად მიაქცევს დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი).
2. ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე დადგენილება აღსრულდება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებისათვის განსაზღვრული წესით.
3. ერთი პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ რამდენიმე დადგენილების გამოტანისას თითოეული დადგენილება დამოუკიდებლად აღსრულდება.
4. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებას აღასრულებს საამისოდ უფლებამოსილი პირი ამ კანონის შესაბამისად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
