საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. თუ საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ არსებითი ზიანი ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ვალდებულია აანაზღაუროს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიყენებული ზიანი.
2. ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1698 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.181 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6880 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი XV. (ამოღებულია) საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1886 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.208
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი