საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
Статья 26. საზოგადოებრივი ექსპერტის მოვალეობის შეწყვეტა
Редакция №45 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
საზოგადოებრივ ექსპერტს მოვალეობის შესრულებისაგან ვადამდე ათავისუფლებს ის ორგანო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მისი დანიშვნის შესახებ, თუ იგი: ა) უხეშად არღვევს დაკისრებულ მოვალეობას; ბ) არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებიც წაყენებულია ამ თანამდებობის დასაკავებლად; გ) პირადი განცხადებით უარს ამბობს დასკვნის მიცემაზე. თავი III. ინფორმაციის თავისუფლება
