საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. საზოგადოებრივ ექსპერტად ჩაითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო (საექსპერტო) ორგანოები. ექსპერტად ჩაითვლება აგრეთვე საზოგადოებრივი საექსპერტო დაწესებულების წევრი.
2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიმართოს საექსპერტო დაწესებულებას ან საზოგადოებრივ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის.
3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარუდგინოს ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელი ინფორმაცია.
4. საზოგადოებრივი ექსპერტი ვალდებულია თავისი დასკვნა წარადგინოს კანონის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ ვადის გაშვებამ არ შეიძლება დააბრკოლოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე დასკვნის წარმდგენი ექსპერტის ვინაობა აღინიშნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო საგრანტო, აგრეთვე ინოვაციური პროექტის დაფინანსების კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8 საქართველოს 2017 წლის 1 6 ივნისის კანონი №1046 - ვებგვერდი, 27.0 6 .2017წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი