1.ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
2.ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ ვრცელდება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე: ა) საქართველოს პარლამენტი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები; ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოები; გ) საქართველო ს სახალხო დამცველი; დ) საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოები; ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; ვ) (ამოღებულია - 24.06.2025, №700) ; ვ 1 ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1311) ; ზ) საზღვარგარეთ საქა რთველოს დიპლომატიურ ი წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები.
3.ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ორგანოების და ამ ორგანოთა თანამდებობის პირების იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან.
4.ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია: ა) დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან; ბ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან; გ) სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან; გ 1 ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან; დ) სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებასთან, აგრეთვე სამხედრო დისციპლინის საკითხებთან, თუ ეს არ ეხება პირის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს; ე) საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან გათავისუფლების უფლებამოსილებებთან, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით, 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 57-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 71-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებთან; ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულებასა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან.
5.ამ კოდექსის III თავის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე , რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო , უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან . სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების ან / და ამ ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოების წესების შესაბამისად . საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2372 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.216 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5671 - სსმ I, №1, 03.01.2008წ., მუხ.3 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №228 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.143 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1698 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.181 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3511 - სსმ I, №45, 03.08.2010 წ., მუხ.277 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439– ვებგვერდი, 22.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1263 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3280 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3619 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4242 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4591 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6880 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1321 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №700 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1311 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.