ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე ანდა საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც მსჯავრდებულია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სამოხელეო ანდა სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, გამოძალვაში, მითვისებაში ან გაფლანგვაში, გადასახადებისათვის თავის არიდებაში, საბაჟო წესების დარღვევაში, წამებაში ან წამების მუქარაში ანდა დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაში, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან
