საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. იურიდიულ პირზე ვრცელდება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. ამ კოდექსის მიზნებისათვის, იურიდიული პირი ნიშნავს სამეწარმეო (კომერციულ) ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (მის უფლებამონაცვლეს).
2. იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული იმ დანაშაულისათვის, რომელიც ჩადენილია იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით) ან/და მის სასარგებლოდ, პასუხისმგებელი პირის მიერ.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირი არის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე, მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ან/და იურიდიული პირის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ორგანოს წევრი.
4. იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც დანაშაული ჩადენილია იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით) ან/და მის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, დადგენილია თუ არა დანაშაულის ჩამდენი ფიზიკური პირი. 4 1 . იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირის მიერ ზედამხედველობისა და კონტროლის არაჯეროვნად განხორციელების გამო შესაძლებელი გახდა იურიდიული პირის დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის მიერ დანაშაულის ჩადენა იურიდიული პირის სასარგებლოდ.
5. პასუხისმგებელი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ წარმოადგენს იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს.
6. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს იმავე დანაშაულისათვის ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
7. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს დანაშაულის შედეგად მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, ასევე მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის სხვა ზომების გამოყენებისაგან.
8. ფიზიკური პირის ქმედების მიმართ ბრალის ან მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების დადგენის შემთხვევაში იურიდიული პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2008 წლის 26 სექტემბრის კანონი №296 - სსმ I, №22, 09.10.2008 წ., მუხ.153
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი