საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172 10 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა − ისჯება ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. ადამიანის მისი ბიოლოგიური სქესისგან (კერძოდ, მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მისი სქესისგან) განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით მისთვის ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან მის მიმართ სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება − ისჯება ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4454 – ვებგვერდი, 03.10.2024წ. კარი მერვე ეკონომიკური დანაშაული თავი XXV. დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი