საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 2. სისხლის სამართლის კანონის მოქმედება დროში
Редакция №290 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
1. ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს.
2. დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა მას. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არა აქვს.
