ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით, 143 1 და 143 2 მუხლებით (თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას), 144 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 253-ე მუხლით, 254-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 255 1 და 255 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული; ბ) − პირი (მათ შორის, სასჯელმოხდილი პირი), რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ჩადენისთვის, თუმცა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული არ აქვს შესაბამისი უფლება ამ კანონით დადგენილი წესით; გ) − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; დ) − პირი, რომელსაც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ამ კანონის შესაბამისად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა ერთი ან რამდენიმე შესაბამისი უფლება; ე) რეესტრი − სამინისტროში შექმნილი ელექტრონული ბაზა, რომელშიც შეტანილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6756 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ




