საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 207^2. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი ან/და რეექსპორტი
Редакция №290 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა) ან/და რეექსპორტი – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4801 - ვებგვერდი, 22.03.2016წ. თავი XXVII დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში
