საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 289^1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქმიანობის წესების დარღვევა
1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან/და გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ორ წლამდე.
2. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან/და გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ქონების ჩამორთმევით.
3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქცია ან/და საბაზრო ქსელში განთავსება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. საქართველოს 2014 წლის 18 სექტემბრის კანონი №2661 - ვებგვერდი , 02.10.2014წ. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4801 - ვებგვერდი, 22.03.2016წ.
