საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 287^1. სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა
1. სახერხ საამქროში მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის რეგისტრაციის გარეშე მონტაჟი – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2197 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №565 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.
